პროპუტინური, ქსენოფობიური პარტიის ქართული მარშის წევრები ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, გლდანის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან აქციას მართავენ.
დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვს. მათ დებატის ატრიბუტად აქციაზე ფიცრებით შეკრული ტრიბუნაც აქვთ მიტანილი.
"სამწუხაროა ჩემთვის, რომ ნიკა მელია სოროსის სოროსშია შემძვრალი. გლდანიდან, აი ამ საშინელი მოძალადე ძალისგან გათავისუფლდება საქართველო, რომელიც მთელი ორი წელია თავს ლაფს ასხამს საქართველოს", - ყვიროდა ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე.
კითხვაზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მათთან არ მივა, შიხიაშვილი პასუხობს: "ნახავთ რასაც ვიზამთ".
აქციის განმავლობაში, შეკრებილი სიძულვილის ჯფუფები სკანდირებდნენ: "საქართველო ელ-გე-ბე-ტე ნაცების გარეშე!".
ძალადობრივი მოძრაობის წევრებს აქციაზე მიტანილ პლაკატებზე ნიკა მელიას სურათი ლგბტქ დროშის ფონზე ჰქონდათ გაკრული.